გ. ელიავას სახელობის “ბაქტერიოფაგიის სადიაგნოსტიკო ცენტრი” და “ელიავას ავტორიზებული აფთიაქი” 1990 წლიდან დღემდე უწყვეტ რეჟიმში ემსახურება მომხმარებლებს.ცენტრის საქმიანობისა და სიახლეების შესახებ, ბაქტერიოფაგის სადიაგნოსტიკო ცენტრის ,,დიაგნოზი 90” -დამფუძნებელი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, აკადემიკოსი ინგა გიორგაძე გვესაუბრა.
 
თანამედროვე სტანდარტებზე დამყარებული, ხარისხიანი და ამავდროულად ხელმისაწვდომი ფასების გამო, ცენტრი და აფთიაქი ბევრ პარტნიორ კლინიკასა და დაწესებულებასთან თანამშრომლობს.. განსაკუთრებით აღსანიშნავია ამ დაწესებულებებში მომუშავე მაღალკვალიფიციური კადრები, რომლებიც ქართველ თუ უცხოელ პაციენტებს დიდი ყურადღებით ემსახურებიან. სწორედ ეს ყველაფერი განაპირობებს ცენტრის და აფთიაქის მიმართ მომხმარებლის დიდ ნდობასა და პოპულარობას, რის გამოც მოთხოვნადი გახდა ჩვენი მომსახურება და პირველი ფილიალი ქალაქ რუსთავში გავხსენით.
 
ჩვენი დიაგნოსტიკური ცენტრი პაციენტებს სთავაზობს სადიაგნოსტიკო კვლევის ფართო არჩევანს, მათ შორის: ბაქტერიოლოგიურს, ვირუსოლოგიურს, იმუნოლოგიურს, სეროლოგიურს, ბიოქიმიურს, მოლეკულურს, საერთო კლინიკურს. მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ბაქტერიოლოგიური კვლევების დროს ხორციელდება მიკრობის იდენტიფიკაცია და შემდგომ მგრძნობელობების დადგენა, კომერციული ბაქტერიოფაგების და ანტიბიოტიკების მიმართ და სოკოს იდენტიფიკაციის შემთხვევაში კი, ანტიფუნგალური პრეპარატების მიმართ.
 
„ელიავას ავტორიზებულ აფთიაქში“ მომხმარებელს შეუძლია სერიული ფაგური პრეპარატის შეძენა: პიოფაგი, ინტესტი, ფერსისი, სეს, ენკო და სტაფილოკოკური ბაქტერიოფაგები. ჩვენს ავტორიზებულ აფთიაქში, ექიმის რეცეპტის საფუძველზე მზადდება ბაქტერიოფაგების რბილი სამკურნალო ფორმებიც: მალამო და სანთლები (სუპოზიტორიები). აფთიაქში, ასევე, შესაძლებელია ინდივიდუალური, პაციენტისთვის მორგებული ფაგური პრეპარატების დამზადებაც. ყველა ფაგურ პროდუქტზე მითითებულია, რომ დამზადებულია ელიავას სახ. ინსტიტუტის ბაზაზე, რაც მის ხარისხსა და სანდოობას ხაზს უსვამს.
 
ბაქტერიოლოგიური კვლევების გარდა, ცენტრში ტარდება სხვადასხვა სახის კვლევები, რომლებიც Covid -19 თუ სხვადასხვა ვირუსული დაავადების დროს არის მნიშვნელოვანი. მათ შორისაა: PCR ტესტირება, ანტისხეულების განსაზღვრა, სისხლის საერთო ანალიზი, კოაგულოგრამა და დედიმერის განსაზღვრა.
დიაგნოსტიკურ ცენტრში ამჟამად 36 თანამშრომელია დასაქმებული. მათ შორის 12 სპეციალისტს აქვს სახელმწიფო სერთიფიკატი – ლაბორატორიულ მედიცინაში, 9 მეცნიერებათა დოქტორია.
 
ცენტრის მაღალ სტანდარტებს ადასტურებს მის მიერ მიღებული ხარისხის მენეჯმენტის დამადასტურებელი სერტიფიკატიც. 2018 წელს მას მიენიჭა ISO 9001:2015 სერტიფიკატი, რომელსაც კომპანია უკვე რამოდენიმე წელია წარმატებით ინარჩუნებს.
 
სადიაგნოსტიკო ცენტრში საჭირო კვლევების ჩატარების, ზუსტი დიაგნოსტირების და ექიმის მიერ მიცემული დანიშნულების შემდეგ, პაციენტებს იმავე სივრცეში არსებულ ელიავას სახ. ავტორიზებულ აფთიაქში შეუძლიათ შეიძინონ ელიავას სახ. ბაქტერიოფაგიის ინსტიტუტის მიერ შემუშავებული ბაქტერიოფაგური სამკურნალო პრეპარატები გარდა ამისა, აფთიაქში სხვა, ნებისმიერი ფარმაცევტული პროდუქტიც ხელმისაწვდომია.
 
რაც შეეხება თავად ფაგებს, ისინი გამოიყენებიან ბაქტერიული ინფექციური დაავადებების სამკურნალოდ. ამ პრეპარატების გამოყენება – ფაგოთერაპია, განსაკუთრებით მნიშნელოვანია ისეთ შემთხვევებში, როდესაც ანტიბიოტიკები სამკურნალო ეფექტს არ იძლევა. ფაგის სწორად შესარჩევად აუცილებელია პაციენტს გაუკეთდეს კლინიკური მასალის მიკრობიოლოგიური ანალიზი.
 
ელიავას სადიაგნოსტიკო ცენტრში, სხვადასხვა ბაქტერიუოლოგიური თუ მიკრობიოლოგიური კვლევისა ასევე ხელმისაწვდომია გინეკოლოგიაში დიაგნოსტიკური კვლევების მთელი კომპლექსი. ელიავას საერთაშორისო ფაგოთერაპიის ცენტრში გინეკოლოგები საჭიროების შემთხვევაში პაციენტებს უნიშნავენ სანთლებს, რომელიც შეიცავს,ინტერფერონს და ფაგურ პრეპარატებს.
 
ფაგი მოქმედებს მიკრობზე, ხოლო ინტერფერონს აქვს ანტივირუსული მოქმედება . გარდა ამისა , აღნიშნული საშუალებები პოზიტიურად მოქმედებენ იმუნურ სისტემაზე.
აქვე, მკაფიოდ გვინდა ავღნიშნოთ, რომ ფაგების გამოყენება უსაფრთხოა როგორც ორსულობის დროს, ისე ახალშობილებისთვის.
 
ცალკე უნდა ითქვას, რომ ფაგური პრეპარატები განსაკუთრებით ეფექტურია ქრონიკული დაავადებების დროს, ასევე პოსტოპერაციული ჭრილობებისა და დამწვრობების მკურნალობისას. ზოგადად, ფაგოთერაპიის მნიშვნელობა და ეფექტურობა ფაგების გამოყენების 100 წლიანი ისტორიით არის დადასტურებული.
 
გ. ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის , მიკრობიოლოგიის და ვირუსოლოგიის ინსტიტუტის ბაზაზე არსებული დიაგნოსტიკური ცენტრი, აფთიაქი, ბიოლოგიური პრეპარატების წარმოება და ფაგოთერაპიის ცენტრი ერთი კონსორციუმის შემადგენელი ნაწილებია. კონსორციუმი აგრძელებს იმ საქმეს, რომელსაც საფუძველი წლების წინ მსოფლიო დონის მიკრობიოლოგმა გიორგი ელიავამ ჩაუყარა.
 
წყარო: https://mkurnali.ge/diagnostika/14757-baqteriologiuri-virusologiuri-kvlevebi-da-faguri-preparatebi-ukve-qalaq-rusthavshic-khelmisatsvdomia.html?fbclid=IwAR3KriC0j28PW1T3VAJxUD3H6N8R1bLS0r0tVTr-_POANELwlgVQgvAHfBg