ფაგური პრეპარატები

ფარმაცევტული პროდუქტის სავაჭრო დასახელება: ენკო ბაქტერიოფაგი
საქართველოში ფარმაცევტული პროდუქტის რეგისტრაციის ნომერი: R-019969

შემადგენლობა: ენკო ბაქტერიოფაგი წარმოადგენს კომბინირებულ პრეპარატს, რომელიც შეიცავს ფაგოლიზატების სტერილურ ნარევს, აქტიურს:

  • შიგელების (Shigella flexneri: serotype
    1,2,3,4; Shigella sone და Shigella newcastle)
    ტიტრით არანაკლებ 105 მლ-1;
  • სალმონელების (Salmonella: paratype A, paratype B, enteritidis, cholera suis, typhimurium, oranienburg) ტიტრით არანაკლებ 105 მლ-1;
  • ფართოდ გავრცელებული ნაწლავის ჩხირის ტიტრით არანაკლებ 105 მლ-1;
  • პათოგენური სტაფილოკოკების (Staphylococcus: aureus, epidermidis) ტიტრით არანაკლებ 105 მლ-1 მიმართ;

არააქტიური ნივთიერებების სახით: ბაქტერიულ საკვებ ბულიონს, ფიზიოლოგიურ ხსნარს, ხოლო კონსერვანტად გამოყენებულია ქინაზოლი.
აღწერა: მოყვითალო – ღია ყავისფერი სითხე.
ფარმაკოლოგიური თვისებები: ფარმაკოთერაპიული ჯგუფი – სპეციფიკური ანტიბაქტერიული საშუალება.
ფარმაკოლოგიური მოქმედება: ენკო ბაქტერიოფაგი იწვევს ოქროსფერი და ეპიდერმალური სტაფილოკოკების, შიგელების, ნაწლავის ჩხირის და სხვადასხვა სეროტიპის სალმონელების სპეციფიკურ ლიზისს.
დანიშნულება: ენკო ბაქტერიოფაგი გამოიყენება ზემოთ აღნიშნული მიკროორგანიზმებით გამოწვეული ნაწლავური ინფექციების სამკურნალოდ და პროფილაქტიკისათვის.
გამოყენების ჩვენება:

  • ენტერალური ინფექციები: დიზენტერია, სალმონელოზი, დისპეპსია, კოლიტი, გასტროენტეროკოლიტი, ქოლეცისტიტი, სტაფილოკოკური ტოქსიკოინფექციები,
    დისბაქტერიოზი და სხვა.

გამოყენების წესი და დოზირება: ენკო ფაგი მკურნალობის მიზნით გამოიყენება Per os, დაავადების პირველივე დღიდან 5-6 დღის განმავლობაში, შემდეგი დოზებით: ბავშვებში 3 წლის ასაკამდე – 5 მლ-ის ოდენობით ერთ მიღებაზე; ბავშვებში 3 წლის ასაკის ზევით და მოზრდილებში -10 მლ-ის ოდენობით ერთ მიღებაზე, დღეში 4-ჯერ საკვების მიღებამდე 30 წუთით ადრე. დალევის წინ რეკომენდებულია 2-3% საჭმელი სოდიანი ხსნარის მიღება. ამავე დროს რეკომენდებულია დღეში ერთხელ (უმჯობესია საღამოს, სოდიანი ხსნარით გამწმენდი ოყნის შემდეგ) ბაქტერიოფაგის შეყვანა Per rectum 10 მლ-ის რაოდენობით ბავშვებში და 20 მლ-ის რაოდენობით მოზრდილებში. მასიური ნაწლავური ინფექციების გამოვლინების დროს სტაციონარში მყოფ ყველა ავადმყოფს კლინიკური დიაგნოზის მიუხედავად უტარდება ფაგირება დღეში ორჯერ, 10-20 მლ-ის ოდენობით 5 დღის განმავლობაში. განსაკუთრებული მითითებები: გამოყენების წინ ფლაკონი უნდა შევანჯღრიოთ, სითხე უნდა იყოს გამჭვირვალე და ნალექის გარეშე. შეფუთვის დაზიანებისას ან ფლაკონში ფაგის შემღვრევის შემთხვევაში პრეპარატი არ გამოიყენოთ! არ შეიძლება პრეპარატის შენახვა ფლაკონის გახსნის შემდეგ!
ჭარბი დოზირება: ენკო ბაქტერიოფაგის გამოყენებისას ჭარბი დოზირების სიმპტომები არ გამოვლენილა.
უკუჩვენებები: ენკო ბაქტერიოფაგის გამოყენებას უკუჩვენებები არ გააჩნია.
გვერდითი მოვლენები: ენკო ბაქტერიოფაგის გამოყენებისას გვერდითი მოვლენები არ გამოვლენილა.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან: პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია სხვა სამკურნალო საშუალებების პარალელურად. ენკო ბაქტერიოფაგის გამოყენებისას ალკოჰოლის მიღება არ არის რეკომენდირებული.
მომხმარებელთა განსაკუთრებული კატეგორიები:

  • ორსულობა და ლაქტაცია: პრეპარატის გამოყენება ორსულობისას და ლაქტაციის პერიოდში დასაშვებია.
  • ხანდაზმულები: პრეპარატი ინიშნება ხანდაზმულ პაციენტებში.
  • გავლენა ავტომობილების მძღოლებზე და პოტენციურად საშიშ მანქანა-დანადგარებთან მომუშავე პერსონალზე: ენკო ბაქტერიოფაგის გამოყენება არ ახდენს გავლენას ავტომობილის ან სხვა მანქანა-დანადგარების მართვის უნარზე.

შეფუთვა: პრეპარატი გამოდის 10 მლ-იან ფლაკონებში (ერთ ყუთში 5 ფლაკონი)
შენახვის პირობები და ვარგისობის ვადა: ენკო ბაქტერიოფაგი ინახება მზის სხივებისგან დაცულ, მშრალ ადგილას, +2C/+8C ტემპერატურაზე. შენახვის ვადაა 18 თვე.
გაცემის რეჟიმი: ფარმაცევტული პროდუქტი ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე. პრეპარატი შემუშავებულია გ. ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტში.
მწარმოებელი:
შპს. “ბაქტერიოფაგის ბიოპრეპარატები”
საქართველო, თბილისი 0160, გოთუას 3;
+995(32) 2 37 07 02;
info@phage.ge

ფარმაცევტული პროდუქტის სავაჭრო დასახელება: ფერსისი ბაქტერიოფაგი
საქართველოში ფარმაცევტული პროდუქტის რეგისტრაციის ნომერი: R-019967

შემადგენლობა: ფერსისი ბაქტერიოფაგი წარმოადგენს კომბინირებულ პრეპარატს, რომელიც შეიცავს ფაგოლიზატების სტერილურ ნარევს, აქტიურს:

  • სტაფილოკოკების (Staphylococcus: aureus, epidermidis) ტიტრით არანაკლებ 105 მლ-1;
  • სტრეპტოკოკების (Streptococcus: pyogenes, sanguis, salivarius, agalactiae) ტიტრით არანაკლებ 104 მლ-1 მიმართ;

არააქტიური ნივთიერებების სახით: ბაქტერიულ საკვებ ბულიონს, ფიზიოლოგიურ ხსნარს, ხოლო კონსერვანტად გამოყენებულია ქინაზოლი.
აღწერა: მოყვითალო – ღია ყავისფერი სითხე.
ფარმაკოლოგიური თვისებები: ფარმაკოთერაპიული ჯგუფი – სპეციფიკური ანტიბაქტერიული საშუალება.
ფარმაკოლოგიური მოქმედება: ფერსისი ბაქტერიოფაგი იწვევს სტაფილოკოკების და სტრეპტოკოკების სპეციფიკურ ლიზისს.
დანიშნულება: ფერსისი ბაქტერიოფაგი გამოიყენება სამკურნალო-პროფილაქტიკური მიზნით ზემოთ აღნიშნული მიკროორგანიზმებით გამოწვეული ჩირქოვან -ანთებითი და ენტერალური ინფექციების დროს.
გამოყენების ჩვენება:

  • ცხვირ-ხახის ინფექციური დაავადებები: შუა ყურის ანთება, ანგინა, ლარინგიტი, რინიტი, ტრაქეიტი, ბრონქიტი, პნევმონია, პლევრიტი.
  • კანის ინფექციური დაავადებები: ფურუნკულები, კარბუნკულები, ღრმა ინფილტრაციული და აბსცესური სიკოზები, პიოდერმიტები.
  • ქირურგიული ინფექციები: აბსცესები, ჩირქოვანი ჭრილობები, მასტიტები, ოსტეომიელიტები, ფლეგმონა.
  • პირის ღრუს ანთებითი პროცესები: სტომატიტი, გინგივიტი და სხვა.
  • თვალის ინფექციური დაავადებები: ბაქტერიული კონიუქტივიტები. დამწვრობის დროს განვითარებული მეორადი ინფექციები.
  • უროგენიტალური და გინეკოლოგიური ინფექციები: ურეთრიტი, ცისტიტი, პიელონეფრიტი, კოლიტი, ენდომეტრიტი.
  • ენტერალური ინფექციები: გასტროენტეროკოლიტი, ქოლეცისტიტი, სტაფილოკოკური ტოქსიკოინფექციები, დისბაქტერიოზი.
  • ბავშვთა (მათ შორის ახალშობილთა) სხვადასხვა ჩირქოვან- ანთებითი ინფექციები
  • ასევე ოპერაციის შემდგომი გართულებებისა და საავადმყოფოს შიდა ინფექციების პროფილაქტიკის მიზნით.

გამოყენების წესი და დოზირება: ფერსისი ფაგი გამოიყენება როგორც ადგილობრივად დაზიანებული კერის დასამუშავებლად (საფენების სახით), ასევე ღრუში შესაყვანად (შარდის ბუშტი, პლევრა, ღრუ ჭრილობები, მუცლის ღრუ, აბსცესის ღრუ, ცხვირის ღრუ, საშვილოსნო, საშო). პრეპარატი შესაძლებელია გამოყენებული იქნეს დასალევად, ასევე ზონდის, დრენაჟის და ოყნის სახით. ფაგის ადგილობრივი გამოყენება ხდება 3-8 დღის განმავლობაში, დღეში სამჯერ. ფაგის რაოდენობა განისაზღვრება დაზიანებული ადგილის ზომის მიხედვით. თუ ფაგის გამოყენებამდე ჭრილობა დამუშავებული იყო სხვადასხვა ქიმიური ანტისეპტიკებით, იგი უნდა გაიწმინდოს სტერილური ფიზიოლოგიური ხსნარით და დამუშავდეს 2-3% სოდიანი ხსნარით. აბსცესების, პლევრიტების და ართრიტების დროს ბაქტერიოფაგის ღრუში შეყვანა ხდება ჩირქის გამოდევნის შემდეგ, 50 – 200 მლ რაოდენობით, დღეგამოშვებით. ცისტიტების, პიელიტების დროს ფაგის შეყვანა ხდება კათეტერით. ქოლეცისტიტების დროს ზონდირებით 30 მლ ოდენობით, დღეგამოშვებით. კონიუქტივიტების დროს ბაქტერიოფაგს აწვეთებენ დღეში 4-6 ჯერ, 2-3 წვეთის ოდენობით. ახალშობილთა ომფალიტების და პიოდერმიების სამკურნალოდ ბაქტერიოფაგი გამოიყენება საფენების სახით, დღეში ორჯერ, 5 – 7 დღის განმავლობაში. Per os ბაქტერიოფაგის გამოყენების წინ რეკომენდებულია 2 – 3% საჭმელი სოდიანი ხსნარის მიღება.
განსაკუთრებული მითითებები: გამოყენების წინ ფლაკონი უნდა შევანჯღრიოთ, სითხე უნდა იყოს გამჭვირვალე და ნალექის გარეშე. შეფუთვის დაზიანებისას ან ფლაკონში ფაგის შემღვრევის შემთხვევაში პრეპარატი არ გამოიყენოთ! არ შეიძლება პრეპარატის შენახვა ფლაკონის გახსნის შემდეგ!
ჭარბი დოზირება: ფერსისი ბაქტერიოფაგის გამოყენებისას ჭარბი დოზირების სიმპტომები არ გამოვლენილა.
უკუჩვენებები: ფერსისი ბაქტერიოფაგის გამოყენებას უკუჩვენებები არ გააჩნია.
გვერდითი მოვლენები: ფერსისი ბაქტერიოფაგის გამოყენებისას გვერდითი მოვლენები არ გამოვლენილა.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან: პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია სხვა სამკურნალო საშუალებების პარალელურად. ფერსისი ბაქტერიოფაგის გამოყენებისას ალკოჰოლის მიღება არ არის რეკომენდირებული.
მომხმარებელთა განსაკუთრებული კატეგორიები:

  • ორსულობა და ლაქტაცია: პრეპარატის გამოყენება ორსულობისას და ლაქტაციის პერიოდში დასაშვებია.
  • ხანდაზმულები: პრეპარატი ინიშნება ხანდაზმულ პაციენტებში.
  • გავლენა ავტომობილების მძღოლებზე და პოტენციურად საშიშ მანქანა-დანადგარებთან მომუშავე პერსონალზე: ფერსისი ბაქტერიოფაგის გამოყენება არ ახდენს გავლენას ავტომობილის ან სხვა მანქანა-დანადგარების მართვის უნარზე.

შეფუთვა: პრეპარატი გამოდის 10 მლ-იან ფლაკონებში (ერთ ყუთში 5 ფლაკონი)
შენახვის პირობები და ვარგისობის ვადა: ფერსისი ბაქტერიოფაგი ინახება მზის სხივებისგან დაცულ, მშრალ ადგილას, +2C/+8C ტემპერატურაზე. შენახვის ვადაა 18 თვე.
გაცემის რეჟიმი: ფარმაცევტული პროდუქტი ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე. პრეპარატი შემუშავებულია გ. ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტში.
მწარმოებელი:
შპს. “ბაქტერიოფაგის ბიოპრეპარატები”
საქართველო, თბილისი 0160, გოთუას 3;
+995(32) 2 37 07 02;
info@phage.ge

ფარმაცევტული პროდუქტის სავაჭრო დასახელება: ინტესტი ბაქტერიოფაგი
საქართველოში ფარმაცევტული პროდუქტის რეგისტრაციის ნომერი: R-022601

შემადგენლობა: ინტესტი ბაქტერიოფაგი წარმოადგენს კომბინირებულ პრეპარატს, რომელიც შეიცავს ფაგოლიზატების სტერილურ ნარევს, აქტიურს შემდეგი ბაქტერიების მიმართ:

  • შიგელები (ფლექსნერი სეროტიპი 1, 2, 3, 4, ზონე, ნიუკასტლი) – ტიტრით არანაკლებ 105 მლ-1;
  • სალმონელები (პარატიფი A, B, ტიფიმურიუმი, ენტერიტიდისი, ქოლერა სუის, ორანიერბურგი) – ტიტრით არანაკლებ 105 მლ-1 მიმართ;
  • ფართოდ გავრცელებული ენტეროპათოგენური ნაწლავის ჩხირი – ტიტრით არანაკლებ 105 მლ-1 მიმართ;
  • პროტეუსი (ვულგარისის და მირაბილისის ტიპი) – ტიტრით არანაკლებ 105 მლ-1 მიმართ;
  • სტაფილოკოკები – ტიტრით არანაკლებ 105 მლ-1 მიმართ;
  • ფსევდომონა აერუგინოზა – ტიტრით არანაკლებ 105 მლ-1 მიმართ;
  • ენტეროკოკების ბაქტერიები – ტიტრით არანაკლებ
    105 მლ-1 მიმართ;

არააქტიური ნივთიერებების სახით: ბაქტერიულ საკვებ ბულიონს, ფიზიოლოგიურ ხსნარს, ხოლო კონსერვანტად გამოყენებულია ქინაზოლი.
აღწერა: მოყვითალო – ღია ყავისფერი სითხე.
ფარმაკოლოგიური თვისებები: ფარმაკოთერაპიული ჯგუფი – სპეციფიკური ანტიბაქტერიული საშუალება.
ფარმაკოლოგიური მოქმედება: იწვევს: Shigella flexneri (Serotypes 1,2,3,4; Shigella sonnei; Shigella newcastle; Salmonella paratyphi A და Salmonella paratyphi B; Salmonella typhimurium; Salmonella enteritidis; Salmonella choleraesuis; Salmonella oranienburg; Escherichia coli; Proteus (vulgaris, mirabilis); Staphylococcus aureus; Pseudomonas aeruginosa; Enterococcus faecalis ბაქტერიების სპეციფიურ ლიზისს.
დანიშნულება: ინტესტი ბაქტერიოფაგი გამოიყენება ზემოჩამოთვლილი ბაქტერიების მიერ გამოწვეული ნაწლავური ინფექციების სამკურნალოდ და პროფილაქტიკისათვის.
გამოყენების ჩვენება:

  • დიზენტერია;
  • სალმონელოზი;
  • დისპეპსია;
  • კოლიტი;
  • ენტეროკოლიტი;
  • დისბაქტერიოზი;

გამოყენების წესი და დოზირება: ინტესტი ბაქტერიოფაგი მკურნალობის მიზნით გამოიყენება Per os, დაავადების პირველივე დღიდან 5-6 დღის განმავლობაში, შემდეგი დოზებით: ბავშვებში 3 წლამდე / 5 მლ ერთ მიღებაზე დღეში 4-ჯერ საკვების მიღებამდე 30 წთ-ით ადრე; ბავშვებში 3 წლის ზევით და
მოზრდილებში / 10 მლ ერთ მიღებაზე / დღეში 4-ჯერ საკვების მიღებამდე 30 წთ-ით ადრე; ამავე დროს რეკომენდირებულია დღეში ერთხელ (უმჯობესია საღამოს, სოდიანი ხსნარით გამწმენდი ოყნის შემდეგ) ბაქტერიოფაგის შეიყვანა Per rectum 10 მლ ოდენობით ბავშვებში და 20 მლ რაოდენობით მოზრდილებში. პროფილაქტიკის მიზნით ინტესტი ბაქტერიოფაგის გამოიყენება რეკომენდირებულია: -ორგანიზებულ კოლექტივებში დაავადების გავრცელების აღკვეთის მიზნით. სეზონური მატების დროს დღეში ერთხელ 10-20 მლ ოდენობით 5 დღის ინტერვალით 1 თვის განმავლობაში. -ნაწლავური ინფექციების აღმავლობის პერიოდში სტაციონარში მყოფ ყველა ავადმყოფს, კლინიკური დიაგნოზის მიუხედავად, რეკმენდირებულია ჩაუტარდეს ფაგირება 2-ჯერ 10-20 მლ ოდენობით 5 დღის ინტერვალით.
განსაკუთრებული მითითებები: გამოყენების წინ ფლაკონი უნდა შევანჯღრიოთ, სითხე უნდა იყოს გამჭვირვალე და ნალექის გარეშე. შეფუთვის დაზიანებისას ან ფლაკონში ფაგის შემღვრევის შემთხვევაში პრეპარატი არ გამოიყენოთ! არ შეიძლება პრეპარატის შენახვა ფლაკონის გახსნის შემდეგ!
ჭარბი დოზირება: ინტესტი ბაქტერიოფაგის გამოყენებისას ჭარბი დოზირების სიმპტომები არ გამოვლენილა.
უკუჩვენებები: ინტესტი ბაქტერიოფაგის გამოყენებას უკუჩვენებები არ გააჩნია.
გვერდითი მოვლენები: ინტესტი ბაქტერიოფაგის გამოყენებისას გვერდითი მოვლენები არ გამოვლენილა.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან: პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია სხვა სამკურნალო საშუალებების პარალელურად. ინტესტი ბაქტერიოფაგის გამოყენებისას ალკოჰოლის მიღება არ არის რეკომენდირებული.
მომხმარებელთა განსაკუთრებული კატეგორიები:

  • ორსულობა და ლაქტაცია: პრეპარატის გამოყენება ორსულობისას და ლაქტაციის პერიოდში დასაშვებია.
  • ხანდაზმულები: პრეპარატი ინიშნება ხანდაზმულ პაციენტებში.
  • გავლენა ავტომობილების მძღოლებზე და პოტენციურად საშიშ მანქანა-დანადგარებთან მომუშავე პერსონალზე: ინტესტი ბაქტერიოფაგის გამოყენება არ ახდენს გავლენას ავტომობილის ან სხვა მანქანა-დანადგარების მართვის უნარზე.

შეფუთვა: პრეპარატი გამოდის 10 მლ-იან ფლაკონებში (ერთ ყუთში 5 ფლაკონი)
შენახვის პირობები და ვარგისობის ვადა: ინტესტი ბაქტერიოფაგი ინახება მზის სხივებისგან დაცულ, მშრალ ადგილას, +2C/+8C ტემპერატურაზე. შენახვის ვადაა 18 თვე.
გაცემის რეჟიმი: ფარმაცევტული პროდუქტი ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე. პრეპარატი შემუშავებულია გ. ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტში.
მწარმოებელი:
შპს. “ბაქტერიოფაგის ბიოპრეპარატები”
საქართველო, თბილისი 0160, გოთუას 3;
+995(32) 2 37 07 02;
info@phage.ge

ფარმაცევტული პროდუქტის სავაჭრო დასახელება: პიო ბაქტერიოფაგი
საქართველოში ფარმაცევტული პროდუქტის რეგისტრაციის ნომერი: R-022600

შემადგენლობა: პიო ბაქტერიოფაგი წარმოადგენს კომბინირებულ პრეპარატს, რომელიც შეიცავს ფაგოლიზატების სტერილურ ნარევს, აქტიურს შემდეგი ბაქტერიების მიმართ:

  • სტაფილოკოკური – ტიტრით არანაკლებ 105 მლ-1;
  • სტრეპტოკოკური – ტიტრით არანაკლებ 104 მლ-1 მიმართ;
  • პათოგენური ნაწლავის ჩხირის (სხვადასხვა სეროტიპის) – ტიტრით არანაკლებ 105 მლ-1 მიმართ;
  • ფსეუდომონას აერუგინოზას (ლურჯმწვანე ჩირქმბადი ჩხირის) – ტიტრით არანაკლებ 105 მლ-1;
  • პროტეუსის (Proteus: mirabilis, vulgaris) – ტიტრით არანაკლებ 105 მლ-1;

არააქტიური ნივთიერებების სახით: ბაქტერიულ საკვებ ბულიონს, ფიზიოლოგიურ ხსნარს, ხოლო კონსერვანტად გამოყენებულია ქინაზოლი.
აღწერა: მოყვითალო – ღია ყავისფერი სითხე.
ფარმაკოლოგიური თვისებები: ფარმაკოთერაპიული ჯგუფი – სპეციფიკური ანტიბაქტერიული საშუალება.
ფარმაკოლოგიური მოქმედება: იწვევს: Staphylococcus aureus; Streptococcus (სხვადასხვა სახეობის); Escherichia coli (სხვადასხვა სეროტიპის); Pseudomonas aeruginosa; Proteus (vulgaris, mirabili) ბაქტერიების სპეციფიურ ლიზისს.
დანიშნულება: პიო ბაქტერიოფაგი გამოიყენება სამკურნალო-პროფილაქტიკური მიზნით ზემოთ აღნიშნული მიკროორგანიზმებით გამოწვეული ჩირქოვან-ანთებითი და ენტერალური ინფექციების დროს.
გამოყენების ჩვენება:

  • ცხვირ-ხახის ინფექციური დაავადებები: შუა ყურის ანთება, ანგინა, ლარინგიტი, რინიტი, ტრაქეიტი, ბრონქიტი, პნეუმონია, პლევრიტი;
  • კანისინფ ექციური დაავადებები: ფურუნკულოზი, კარბუნკულოზი, აბსცესები, გიდროადენიტები, ღრმა ინფილტრატული და აბსცესური სიკოზები, პიოდერმიტები;
  • ქირურგიული ინფექციები: ჩირქოვანი ჭრილობები, მასტიტები, ოსტეომიელიტი, ფლეგმონი;
  • პირის ღრუს ანთებითი პროცესები: სტომატიტი, გენგივიტი და სხვა.
  • კონიუქტივიტი;
  • დამწვრობის დროს განვითარებული მეორადი ინფექციები;
  • ურო-გენიტალური და გინეკოლოგიურ ინფექციები: ურეტრიტი, ცისტიტი, პიელონეფრიტი, კოლპიტი, ენდომეტრიტი;
  • ენტერალური ინფექციები: გასტროენტეროკოლიტი, ქოლეცისტიტი, დისბაქტერიოზი;
  • ბავშვთა (მათ შორის ახალშობილთა) სხვადასხვა ჩირქოვან ანთებითი ინფექციები;
  • სტაფილოკოკის, სტრეპტოკოკის, პათოგენური ნაწლავის ჩხირის (სხვადასხვა სეროტიპის), ფსეუდომონას აერუგინოზას (ლურჯმწვანე ჩირქმბადი ჩხირის) და პროტეუსის მიერ გამოწვეული დაავადებები;
  • ოპერაციის შემდგომი გართულებებისა და საავადმყოფოსშიდა ინფექციების პროფილაქტიკის მიზნით;

გამოყენების წესი და დოზირება: პიო ბაქტერიოფაგი გამოიყენება როგორც ადგილობრივად დაზიანებული კერის დასამუშავებლად, საფენების სახით, ასევე ღრუში შესაყვანად (ღრუ ჭრილობები, მუცლის ღრუ, პლევრა, აბსცესის ღრუ, ცხვირის ღრუ, შარდის ბუშტი, საშვილოსნო, საშო). პრეპარატი შესაძლებელია გამოყენებული იქნას დასალევად, ასევე ზონდისა და ოყნის სახით.

  • ფაგის ადგილობრივი გამოყენება ხდება 3-5 დღის განმავლობაში დღეში სამჯერ. ფაგის რაოდენობა განისაზღვრება დაზიანებული ადგილის ზომის მიხედვით. თუ ფაგის გამოყენებამდე ჭრილობა დამუშავებული იყო სხვადასხვა ქიმიური ანტისეპტიკებით, იგი უნდა გაიწმინდოს სტერილური ფიზიოლოგიური ხსნარით და დამუშავდეს 2-3% სოდიანი ხსნარით.
  • აბსცესების, პლევრიტების და ართრიტების დროს ბაქტერიოფაგის შეყვანა ღრუში ხდება ჩირქის გამოდევნის შემდეგ 50-200 მლ რაოდენობით, დღეგამოშვებით.
  • ცისტიტების, პიელიტების დროს ფაგის შეყვანა ხდება კათეტერით.
  • ქოლეცისტიტების დროს ზონდირებით 30 მლ ოდენობით, დღეგამოშვებით.
  • კუჭ-ნაწლავის ოპერაციისა და პერიტონიტების დროს შეყავთ 100 მლ ოდენობით, ხოლო ღრუში დატოვებული ზონდით ფაგი ღრუში შეყავთ დღეში ერთხელ 30 მლ ოდენობით 3-4 დღის განმავლობაში.
  • პიოდერმიტების ღრმა ფორმების მკურნალობისას ფაგს იყენებენ კანში ინექციის სახით 0,1-0,5 მლ რაოდენობით, სულ 10 ინექცია 24 საათში ერთხელ.
  • ონიუქტივიტების დროს ბაქტერიოფაგს აწვეთებენ დღეში 4-6-ჯერ 2-2 წვეთის ოდენობით.
  • ახალშობილთა ომფალიტებისა და პიოდერმიების სამკურნალოდ პიო ბაქტერიოფაგი გამოიყენება საფენების სახით დღეში ორჯერ 5-7 დღის განმავლობაში.

Per os პიო ბაქტერიოფაგის გამოყენების წინ 3 წლის ზევით ასაკის ბავშვებში და მოზრდილებში რეკომედირებულია 2-3% სასმელი სოდიანი ხსნარის მიღება.
განსაკუთრებული მითითებები: გამოყენების წინ ფლაკონი უნდა შევანჯღრიოთ, სითხე უნდა იყოს გამჭვირვალე და ნალექის გარეშე. შეფუთვის დაზიანებისას ან ფლაკონში ფაგის შემღვრევის შემთხვევაში პრეპარატი არ გამოიყენოთ! არ შეიძლება პრეპარატის შენახვა ფლაკონის გახსნის შემდეგ!
ჭარბი დოზირება: პიო ბაქტერიოფაგის გამოყენებისას ჭარბი დოზირების სიმპტომები არ გამოვლენილა.
უკუჩვენებები: პიო ბაქტერიოფაგის გამოყენებას უკუჩვენებები არ გააჩნია.
გვერდითი მოვლენები: პიო ბაქტერიოფაგის გამოყენებისას გვერდითი მოვლენები არ გამოვლენილა.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან: პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია სხვა სამკურნალო საშუალებების პარალელურად. პიო ბაქტერიოფაგის გამოყენებისას ალკოჰოლის მიღება არ არის რეკომენდირებული.
მომხმარებელთა განსაკუთრებული კატეგორიები:

  • ორსულობა და ლაქტაცია: პრეპარატის გამოყენება ორსულობისას და ლაქტაციის პერიოდში დასაშვებია.
  • ხანდაზმულები: პრეპარატი ინიშნება ხანდაზმულ პაციენტებში.
  • გავლენა ავტომობილების მძღოლებზე და პოტენციურად საშიშ მანქანა-დანადგარებთან მომუშავე პერსონალზე: პიო ბაქტერიოფაგის გამოყენება არ ახდენს გავლენას ავტომობილის ან სხვა მანქანა-დანადგარების მართვის უნარზე.

შეფუთვა: პრეპარატი გამოდის 10 მლ-იან ფლაკონებში (ერთ ყუთში 5 ფლაკონი)
შენახვის პირობები და ვარგისობის ვადა: პიო ბაქტერიოფაგი ინახება მზის სხივებისგან დაცულ, მშრალ ადგილას, +2C/+8C ტემპერატურაზე. შენახვის ვადაა 18 თვე.
გაცემის რეჟიმი: ფარმაცევტული პროდუქტი ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე. პრეპარატი შემუშავებულია გ. ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტში.
მწარმოებელი:
შპს. “ბაქტერიოფაგის ბიოპრეპარატები”
საქართველო, თბილისი 0160, გოთუას 3;
+995(32) 2 37 07 02;
info@phage.ge

ფარმაცევტული პროდუქტის სავაჭრო დასახელება: სეს ბაქტერიოფაგი
საქართველოში ფარმაცევტული პროდუქტის რეგისტრაციის ნომერი: R-019968

შემადგენლობა: სეს ბაქტერიოფაგი წარმოადგენს კომბინირებულ პრეპარატს, რომელიც შეიცავს ფაგოლიზატების სტერილურ ნარევს, აქტიურს:

  • სტაფილოკოკების (Staphylococcus: aureus, epidermidis) – ტიტრით არანაკლებ 105 მლ-1;
  • სტრეპტოკოკების (Streptococcus: pyogenes, sanguis, salivarius, agalactiae) – ტიტრით არანაკლებ 104 მლ-1;
  • ფართოდ გავრცელებული ნაწლავის ჩხირის – ტიტრით არანაკლებ 105 მლ-1; მიმართ

არააქტიური ნივთიერებების სახით: ბაქტერიულ საკვებ ბულიონს, ფიზიოლოგიურ ხსნარს, ხოლო კონსერვანტად გამოყენებულია ქინაზოლი.
აღწერა: მოყვითალო – ღია ყავისფერი სითხე.
ფარმაკოლოგიური თვისებები: ფარმაკოთერაპიული ჯგუფი – სპეციფიკური ანტიბაქტერიული საშუალება.
ფარმაკოლოგიური მოქმედება: სეს ბაქტერიოფაგი იწვევს სტაფილოკოკების, სტრეპტოკოკების და ენტეროპათოგენური ნაწლავის ჩხირის (სხვადასხვა სეროტიპების) ბაქტერიების სპეციფიკურ ლიზისს.
დანიშნულება: სეს ბაქტერიოფაგი გამოიყენება სამკურნალო-პროფილაქტიკური მიზნით, ზემოთ აღნიშნული მიკროორგანიზმებით გამოწვეული ჩირქოვან-ანთებითი და ენტერალური ინფექციების დროს.
გამოყენების ჩვენება:

  • ცხვირ-ხახის ინფექციური დაავადებები: ოტიტი, ანგინა, ლარინგიტი, რინიტი, ტრაქეიტი, ბრონქიტი, პნევმონია, პლევრიტი.
  • კანის ინფექციური დაავადებები: ფურუნკულები, კარბუნკულები, ღრმა ინფილტრაციული და აბსცესური სიკოზები, პიოდერმიტები.
  • ქირურგიული ინფექციები: აბსცესები, ჩირქოვანი ჭრილობები, მასტიტები, ოსტეომიელიტები, ფლეგმონა.
  • პირის ღრუს ანთებითი პროცესები: სტომატიტი, გინგივიტი და სხვა.
  • თვალის ინფექციური დაავადებები: ბაქტერიული კონიუქტივიტები.
  • დამწვრობის დროს განვითარებული მეორადი ინფექციები.
  • უროგენიტალური და გინეკოლოგიური ინფექციები: ურეთრიტი, ცისტიტი, პიელონეფრიტი, კოლიტი, ენდომეტრიტი.
  • ენტერალური ინფექციები: გასტროენტეროკოლიტი, ქოლეცისტიტი, სტაფილოკოკური ტოქსიკოინფექციები, დისბაქტერიოზი.
  • ბავშვთა (მათ შორის ახალშობილთა) სხვადასხვა ჩირქოვან-ანთებითი ინფექციები
  • ასევე ოპერაციის შემდგომი გართულებებისა და საავადმყოფოს შიდა ინფექციების პროფილაქტიკის მიზნით.

გამოყენების წესი და დოზირება:სეს ფაგი გამოიყენება, როგორც ადგილობრივად დაზიანებული კერის დასამუშავებლად (საფენების სახით), ასევე ღრუში შესაყვანად (შარდის ბუშტი, პლევრა, ღრუ ჭრილობები, მუცლის ღრუ, აბსცესის ღრუ, ცხვირის ღრუ, საშვილოსნო, საშო). პრეპარატი შესაძლებელია გამოყენებული იქნეს დასალევად, ასევე ზონდის, დრენაჟის და ოყნის სახით. ფაგის ადგილობრივი გამოყენება ხდება 3-8 დღის განმავლობაში, დღეში სამჯერ. ფაგის რაოდენობა განისაზღვრება დაზიანებული ადგილის ზომის მიხედვით. თუ ფაგის გამოყენებამდე ჭრილობა დამუშავებული იყო სხვადასხვა ქიმიური ანტისეპტიკებით, იგი უნდა გაიწმინდოს სტერილური ფიზიოლოგიური ხსნარით და დამუშავდეს 2-3% სოდიანი ხსნარით. აბსცესების, პლევრიტების და ართრიტების დროს ბაქტერიოფაგის ღრუში შეყვანა ხდება ჩირქის გამოდევნის შემდეგ, 50-200 მლ რაოდენობით, დღეგამოშვებით. ცისტიტების, პიელიტების დროს ფაგის შეყვანა ხდება კათეტერით. ქოლეცისტიტების დროს ზონდირებით 30 მლ ოდენობით, დღეგამოშვებით. კონიუქტივიტების დროს ბაქტერიოფაგს აწვეთებენ დღეში 4-6 ჯერ, 2-3 წვეთის ოდენობით. ახალშობილთა ომფალიტების და პიოდერმიების სამკურნალოდ ბაქტერიოფაგი გამოიყენება საფენების სახით, დღეში ორჯერ, 5-7 დღის განმავლობაში. Per os ბაქტერიოფაგის გამოყენების წინ რეკომენდებულია 2-3% საჭმელი სოდიანი ხსნარის მიღება.
განსაკუთრებული მითითებები: გამოყენების წინ ფლაკონი უნდა შევანჯღრიოთ, სითხე უნდა იყოს გამჭვირვალე და ნალექის გარეშე. შეფუთვის დაზიანებისას ან ფლაკონში ფაგის შემღვრევის შემთხვევაში პრეპარატი არ გამოიყენოთ! არ შეიძლება პრეპარატის შენახვა ფლაკონის გახსნის შემდეგ!
ჭარბი დოზირება: სეს ბაქტერიოფაგის გამოყენებისას ჭარბი დოზირების სიმპტომები არ გამოვლენილა.
უკუჩვენებები: სეს ბაქტერიოფაგის გამოყენებას უკუჩვენებები არ გააჩნია.
გვერდითი მოვლენები: სეს ბაქტერიოფაგის გამოყენებისას გვერდითი მოვლენები არ გამოვლენილა.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან: პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია სხვა სამკურნალო საშუალებების პარალელურად. სეს ბაქტერიოფაგის გამოყენებისას ალკოჰოლის მიღება არ არის რეკომენდირებული.
მომხმარებელთა განსაკუთრებული კატეგორიები:

  • ორსულობა და ლაქტაცია: პრეპარატის გამოყენება ორსულობისას და ლაქტაციის პერიოდში დასაშვებია.
  • ხანდაზმულები: პრეპარატი ინიშნება ხანდაზმულ პაციენტებში.
  • გავლენა ავტომობილების მძღოლებზე და პოტენციურად საშიშ მანქანა-დანადგარებთან მომუშავე პერსონალზე: პიო ბაქტერიოფაგის გამოყენება არ ახდენს გავლენას ავტომობილის ან სხვა მანქანა-დანადგარების მართვის უნარზე.

შეფუთვა: პრეპარატი გამოდის 10 მლ-იან ფლაკონებში (ერთ ყუთში 5 ფლაკონი)
შენახვის პირობები და ვარგისობის ვადა: სეს ბაქტერიოფაგი ინახება მზის სხივებისგან დაცულ, მშრალ ადგილას, +2C/+8C ტემპერატურაზე. შენახვის ვადაა 18 თვე.
გაცემის რეჟიმი: ფარმაცევტული პროდუქტი ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე. პრეპარატი შემუშავებულია გ. ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტში.
მწარმოებელი:
შპს. “ბაქტერიოფაგის ბიოპრეპარატები”
საქართველო, თბილისი 0160, გოთუას 3;
+995(32) 2 37 07 02;
info@phage.ge

ფარმაცევტული პროდუქტის სავაჭრო დასახელება: სტაფილოკოკური ბაქტერიოფაგი
საქართველოში ფარმაცევტული პროდუქტის რეგისტრაციის ნომერი: R-022876

შემადგენლობა: სტაფილოკოკური ბაქტერიოფაგი წარმოადგენს Staphilococcus aureus ბაქტერიების მიმართ აქტიურ, ქრომატოგრაფიულად გაწმენდილ ფაგურ ლიზატს.
არააქტიური ნივთიერებების სახით: ფიზიოლოგიური ხსნარი, ხოლო კონსერვანტად გამოყენებულია ქინაზოლი.
აღწერა: უფერო, ოდნავ მოყვითალო სითხე.
ფარმაკოლოგიური თვისებები: ფარმაკოთერაპიული ჯგუფი – სპეციფიკური ანტიბაქტერიული საშუალება.
ფარმაკოლოგიური მოქმედება: იწვევს Staphylococcus aureus ბაქტერიების სპეციფიურ ლიზისს.
დანიშნულება: სამკურნალო პრეპარატი განკუთვნილია ბაქტერიოფაგის მიმართ მგრძნობიარე სტაფილოკოკური ეტიოლოგიის ინფექციების სამკურნალოდ.
გამოყენების ჩვენება:

  • ზედა სასუნთქი გზების, ცხვირის, ხახის, ფილტვების, ყურის (ფარინგიტი, ანგინა, ტრაქეიტი, ბრონქიტი, პლევრიტი, პნევმონია, შუა ყურის ანთება) ინფექციური დაავადებები;
  • ქირურგიული ინფექციები (ჩირქოვანი ჭრილობები, დამწვრობები, აბსცესები, ფლეგმონები, ფურუნკულები, კარბუნკულები, პარაპროქტიტი, მასტიტი, ბურსიტი, ოსტეომოელიტი, პანარიციუმი);
  • უროგენიტალური ინფექციები (ურეთრიტი, ცისტიტი, პიელონეფრიტი, კოლპიტი, ენდომეტრიტი);
  • ენტერალური ინფექციები (გასტროენტეროკოლიტი, ქოლეცისტიტი);
  • ახალშობილთა ჩირქოვან-ანთებითი დაავადებები (ომფალიტი, პიოდერმია, კონიუქტივიტი, გასტროენტროკოლიტი და სხვა);
  • სტაფილოკოკებით გამოწვეული სხვა დაავადებები.

გამოყენების წესი და დოზირება:სტაფილოკოკური ბაქტერიოფაგი გამოიყენება პროფილაქტიკის მიზნით ოპერაციის შემდგომი და ინფიცირებული ჭრილობების დასამუშავებლად, ასევე საავადმყოფოსშიდა სტაფილოკოკური ინფექციის დადასტურებული ეპიდემიოლოგიური მაჩვენებელის შემთხვევაში. პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია სხვადასხვა გზით, მათ შორის დასალევად, ჭრილობების დასამუშავებლად დრენირებისა და აპლიკაციის სახით, რექტალურად, ყელ-ყურ-ცხვირის, ასევე შარდ-სასქესო ორგანოების ღრუებში შესაყვანად.
პრეპარატის რეკომენდირებული დოზები და მიღების წესი:
6 თვემდე / per os5მლ / გაწმენდითი ოყნის შემდეგ 5-10მლ;
6 თვიდან 1 წლამდე / per os 10მლ / per rectum გაწმენდითი ოყნის შემდეგ 10-20მლ;
1 წლიდან 5 წლამდე / per os 15მლ / per rectum გაწმენდითი ოყნის შემდეგ 20-30მლ;
3 წლიდან 8 წლამდე / per os 15-20მლ / per rectum გაწმენდითი ოყნის შემდეგ 30-40მლ;
8 წლიდან / per os 20-30მლ / per rectum გაწმენდითი ოყნის შემდეგ 40-50მლ;
Per os სტაფილოკოკური ბაქტერიოფაგის გამოყენების წინ 3 წლის ზევით ასაკის ბავშვებში და მოზრდილებში რეკომედირებულია 2-3% სასმელი სოდიანი ხსნარის მიღება.
ინფექციური აბსცესის დროს, ბაქტერიოფაგი პუნქციის მეშვეობით შეჰყავთ აბსცესის ღრუში ჩირქის წინასწარი ევაკუაციის შემდგომ; ფილტვის აბსცესის შემთხვევაში, ტრანსტორაკალური პუნქციის და ტრაქეობრონქიალური ხის კათეტერიზაციის მეშვეობით; პლევრის ემფიზემის შემთხვევაში ღრუს სანაციის შემდგომ პრეპარატი შეჰყავთ პუნქციის და დრენაჟის მეშვეობით. აბსცესის შემთხვევაში პრეპარატის გამოყენებული მოცულობა უნდა იყოს ევაკუირებული ჩირქის მოცულობაზე ოდნავ ნაკლები. ტრაქეობრონქიალური ხის კათეტერიზაციის დროს პრეპარატის ერთჯერადი დოზა შეადგენს 10-20 მლ- ს. პლევრის ემფიზემის შემთხვევაში – ერთჯერადი დოზაა 10 მლ-დან 50 მლ-მდე.
განსაკუთრებული მითითებები: გამოყენების წინ ფლაკონი უნდა შევანჯღრიოთ, სითხე უნდა იყოს გამჭვირვალე და ნალექის გარეშე. შეფუთვის დაზიანებისას ან ფლაკონში ფაგის შემღვრევის შემთხვევაში პრეპარატი არ გამოიყენოთ! არ შეიძლება პრეპარატის შენახვა ფლაკონის გახსნის შემდეგ!
ჭარბი დოზირება: სტაფილოკოკური ბაქტერიოფაგის გამოყენებისას ჭარბი დოზირების სიმპტომები არ გამოვლენილა.
უკუჩვენებები: სტაფილოკოკური ბაქტერიოფაგის გამოყენებას უკუჩვენებები არ გააჩნია.
გვერდითი მოვლენები: სტაფილოკოკური ბაქტერიოფაგის გამოყენებისას გვერდითი მოვლენები არ გამოვლენილა.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან: პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია სხვა სამკურნალო საშუალებების პარალელურად. სეს ბაქტერიოფაგის გამოყენებისას ალკოჰოლის მიღება არ არის რეკომენდირებული.
მომხმარებელთა განსაკუთრებული კატეგორიები:

  • ორსულობა და ლაქტაცია: პრეპარატის გამოყენება ორსულობისას და ლაქტაციის პერიოდში დასაშვებია.
  • ხანდაზმულები: პრეპარატი ინიშნება ხანდაზმულ პაციენტებში.
  • გავლენა ავტომობილების მძღოლებზე და პოტენციურად საშიშ მანქანა-დანადგარებთან მომუშავე პერსონალზე: პიო ბაქტერიოფაგის გამოყენება არ ახდენს გავლენას ავტომობილის ან სხვა მანქანა-დანადგარების მართვის უნარზე.

შეფუთვა: პრეპარატი გამოდის 10 მლ-იან ფლაკონებში (ერთ ყუთში 5 ფლაკონი)
შენახვის პირობები და ვარგისობის ვადა: სტაფილოკოკური ბაქტერიოფაგი ინახება მზის სხივებისგან დაცულ, მშრალ ადგილას, +2C/+8C ტემპერატურაზე. შენახვის ვადაა 24 თვე.
გაცემის რეჟიმი: ფარმაცევტული პროდუქტი ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე. პრეპარატი შემუშავებულია გ. ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტში.
მწარმოებელი:
შპს. “ბაქტერიოფაგის ბიოპრეპარატები”
საქართველო, თბილისი 0160, გოთუას 3;
+995(32) 2 37 07 02;
info@phage.geფარმაცევტული პროდუქტის სავაჭრო დასახელება: სტაფილოკოკური ბაქტერიოფაგი