სერვისები
მრავალწლიანი სამეცნიერო და პრაქტიკული გამოცდილების მქონე სპეციალისტები ზრუნავენ თქვენზე.
პირველად საქართველოში, მზადდება ჩვენთან მომხმარებელზე მორგებული ბაქტერიოფაგები!
ჩვენ ვმუშაობთ გ.ელიავას სახ. ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიის და ვირუსოლოგიის ინსტიტუტის წამყვან მეცნიერებთან ერთად, რომ დაგიმზადოთ ინდივიდუალური ბაქტერიოფაგები. გთავაზობთ უნიკალურ, ანტიბიოტიკების ალტერნატიურ მედიკამენტებს - ბაქტერიოფაგებს, ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ.
ფაგური პრეპარატები ფართოდ გამოიყენება როგორც სამკურნალო, ისე პროფილაქტიკული მიზნებისათვის: კუჭ-ნაწლავის, კანის, შარდ-სასქესო სისტემის, პირის ღრუს, სასუნთქი გზების და სხვა ორგანოების ინფექციური დაავადებების საწინააღმდეგოდ.
ბაქტერიოფაგი თავსებადია ყველანაირ სამკურნალო საშუალებასთან, უკუჩვენება და გვერდითი ეფექტი არ გააჩნია.
კომერციული ფაგური პრეპარატები წარმოდგენილია თხევადი სახით.
ბაქტერიოლოგიური კვლევისას იდენტიფიცირებული ბაქტერიის, რეზისტენტული შტამის შემთხვევაში, მკურნალი ექიმის რეკომენდაციით და რეცეპტით ხდება ინდივიდუალური ბაქტერიოფაგის სითხის სახით მომზადება.
საქართველოში პირველად, შემუშვებული და რეგისტრირებულია, ბაქტერიოფაგების და სხვა პრეპარატების რბილი სამკურნალო ფორმები.
გამოყენება
ბაქტერიოფაგის პრეპარატების გამოყენება შესაძლებელია შემდეგი გზებით:
- per os – ფაგური პრეპარატი თხევადი სახით
- per rectum – ფაგური პრეპარატი თხევად ფორმაში ოყნის, სანთლების ან მალამოს სახით
- ვაგინალურად – თხევადი პრეპარატი გამორეცხვების, მალამოს ან გლობულების სახით;
- საფენის სახით
- ტამპონის სახით
- ირიგატორის გამოყენებით ჭრილობის გამორეცხვის მიზნით.
კომერციული ბაქტერიოფაგები
ფაგო-პიო(Phago-PYO) ბაქტერიოფაგი სითხე
ფაგო-პიო (Phago-PYO) ბაქტერიოფაგი წარმოადგენს კომბინირებულ პრეპარატს, რომელიც შეიცავს ფაგოლიზატების სტერილურ ნარევს, აქტიურს შემდეგი ბაქტერიების მიმართ:
- Staphylococcus aureus;
- Streptococcus (სხვადასხვა სახეობის);
- Escherichia coli (სხვადასხვა სეროტიპის);
- Pseudomonas aeruginosa;
- Proteus( vulgaris, mirabili)
ფაგო-პიო ბაქტერიოფაგი გამოიყენება სამკურნალო-პროფილაქტიკური მიზნით ზემოთ აღნიშნული მიკროორგანიზმებით გამოწვეული ჩირქოვან-ანთებითი და ენტერალური ინფექციების დროს.
ფაგო-ინტესტი(Phago-Intesti) ბაქტერიოფაგი სითხე
ფაგო-ინტესტი (Phago-Intesti) ბაქტერიოფაგი წარმოადგენს კომბინირებულ პრეპარატს, რომელიც შეიცავს ფაგოლიზატების სტერილურ ნარევს, აქტიურს:
Shigella flexneri (Serotypes 1,2,3,4; Shigella sonnei; Shigella newcastle; Salmonella paratyphi A da Salmonella paratyphi B; Salmonella typhimurium; Salmonella enteritidis; Salmonella choleraesuis; Salmonella oranienburg; Escherichia coli; Proteus (vulgaris, mirabilis); Staphylococcus aureus; Pseudomonas aeruginosa; Enterococcus faecalis მიმართ.
ფაგო-ინტესტი ბაქტერიოფაგი გამოიყენება ზემოჩამოთვლილი ბაქტერიების მიერ გამოწვეული ნაწლავური ინფექციების სამკურნალოდ და პროფილაქტიკისათვის.
ფაგო-სტაფი (Phago-Staph) ბაქტერიოფაგი სითხე
ფაგო-სტაფი (Phago-Staph) წარმოადგენს S.aureus ბაქტერიების მიმართ აქტიურ, ქრომატოგრაფიულად გაწმენდილ ფაგურ ლიზატს.
სამკურნალო პრეპარატი განკუთვნილია ბაქტერიოფაგის მიმართ მგრძნობიარე სტაფილოკოკური ეტიოლოგიის ინფექციების სამკურნალოდ.
ფაგო-ფერსისი(Phago-Fersisi) ბაქტერიოფაგი სითხე
ფერსისი ბაქტერიოფაგი წარმოადგენს კომბინირებულ პრეპარატს, რომელიც შეიცავს ფაგოლიზატების სტერილურ ნარევს, აქტიურს:
სტაფილოკოკების (S.aureus, S.epidermidis) და სტრეპტოკოკების (S.pyogenes, S.sanguis, S.salivarius, S.agalactiae).
ფაგო-ფერსისი ბაქტერიოფაგი გამოიყენება სამკურნალო-პროფილაქტიკური მიზნით ზემოთ აღნიშნული მიკროორგანიზმებით გამოწვეული ჩირქოვან-ანთებითი და ენტერალური ინფექციების დროს.
ფაგო-სეს(Phago-Ses) ბაქტერიოფაგი სითხე
ფაგო-სეს ბაქტერიოფაგი წარმოადგენს კომბინირებულ პრეპარატს, რომელიც შეიცავს ფაგოლიზატების სტერილურ ნარევს, აქტიურს
·სტაფილოკოკების (S.aureus, S.epidermidis),· სტრეპტოკოკების (S.pyogenes, S. sanguis, S.salivarius, S.agalactiae) და ფართოდ გავრცელებული ნაწლავის ჩხირის მიმართ.
ფაგო-სეს ბაქტერიოფაგი გამოიყენება სამკურნალო-პროფილაქტიკური მიზნით, ზემოთ აღნიშნული მიკროორგანიზმებით გამოწვეული ჩირქოვან-ანთებითი და ენტერალური ინფექციების დროს.
ფაგო-ენკო(Phago-Enko) ბაქტერიოფაგი სითხე
ფაგო-ენკო ბაქტერიოფაგი წარმოადგენს კომბინირებულ პრეპარატს, რომელიც შეიცავს ფაგოლიზატების სტერილურ ნარევს, აქტიურს:
• შიგელების (Shigella flexneri: serotype 1,2,3,4 da Shigella sonnei, Shigella newcastle),
• სალმონელების (S.patarype A, S.paratype B, S.enteritidis, S.cholera suis, S.typhimurium, S.oranienburg),
• ფართოდ გავრცელებული ნაწლავის ჩხირის,
• პათოგენური სტაფილოკოკების (S.aureus, S.epidermidis).
ფაგო-ენკო ბაქტერიოფაგი გამოიყენება ზემოთ აღნიშნული მიკროორგანიზმებით გამოწვეული ნაწლავური ინფექციების სამკურნალოდ და პროფილაქტიკისათვის.
ფასები
# |
ჩამონათვალი |
სამკურნალო ფორმა |
რაოდენობა |
ფასი ლარი |
1. |
ფაგო-პიო(Phago-Pyo) ბაქტერიოფაგი |
სითხე |
10მლX5 |
19,50 |
1.1 |
ფაგო-პიო(Phago-Pyo) ბაქტერიოფაგი |
მალამო |
20გრ |
16,5 |
1.2 |
ფაგო-პიო(Phago-Pyo) ბაქტერიოფაგი |
სანთელი |
35გრ(#10) |
18,5 |
2 |
ფაგო-ინტესტი(Phago-Intesti) ბაქტერიოფაგი |
სითხე |
10მლX5 |
19,50 |
2.1 |
ფაგო-ინტესტი(Phago-Intesti) ბაქტერიოფაგი |
მალამო |
20გრ |
16,5 |
2.3 |
ფაგო-ინტესტი(Phago-Intesti) ბაქტერიოფაგი |
სანთელი |
35გრ(#10) |
18,5 |
3 |
ფაგო-სტაფი (Phago-Staph) ბაქტერიოფაგი |
სითხე |
10მლX5 |
22 |
3.1 |
ფაგო-სტაფი (Phago-Staph) ბაქტერიოფაგი |
მალამო |
20გრ |
17.6 |
3.2 |
ფაგო-სტაფი (Phago-Staph) ბაქტერიოფაგი |
სანთელი |
35გრ(#10) |
18.5 |
4 |
ფაგო-ფერსისი(Phago-Fersisi) ბაქტერიოფაგი |
სითხე |
10მლX5 |
19,50 |
4.1 |
ფაგო-ფერსისი(Phago-Fersisi) ბაქტერიოფაგი |
მალამო |
20გრ |
16,5 |
4.2 |
ფაგო-ფერსისი(Phago-Fersisi) ბაქტერიოფაგი |
სანთელი |
35გრ(#10) |
18,5 |
5 |
ფაგო-სეს(Phago-Ses) ბაქტერიოფაგი |
სითხე |
10მლX5 |
19,50 |
5.1 |
ფაგო-სეს(Phago-Ses) ბაქტერიოფაგი |
მალამო |
20გრ |
16,5 |
5.2 |
ფაგო-სეს(Phago-Ses) ბაქტერიოფაგი |
სანთელი |
35გრ(#10) |
18,5 |
6 |
ფაგო-ენკო(Phago-Enko) ბაქტერიოფაგი |
სითხე |
10მლX5 |
19,50 |
6.1 |
ფაგო-ენკო(Phago-Enko) ბაქტერიოფაგი |
მალამო |
20გრ |
16,5 |
6.2 |
ფაგო-ენკო(Phago-Enko) ბაქტერიოფაგი |
სანთელი |
35გრ(#10) |
18,5 |